რუსეთმა შესაძლოა ფოთის პორტს ბულგარეთისთვის თხევადი გაზის
მიწოდებისთვის გამოიყენოს - ინფორმაციას ამ
ის
შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით LPG-ის (თხევადი
გაზი) ექსპორტიორები ფოთის პორტს ივლისიდან გამოიყენებენ, რადგან
ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია.
,,რუსეთმა უკრაინის LPG-ით მომარაგება 24 თებერვალს შეწყვიტა,
როდესაც ომი დაიწყო. ასევე, რუსეთმა შეაჩერა უკრაინის გავლით LPG-ის
სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, რაც
ექსპორტიორებს ვალდებულს ხდის, ახალი მარშრუტები
მოძებნონ'',- წერს Reuters-ი
გამოცემა Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში 3 000 ტონა LPG
სურგუტიდან ფოთში სარკინიგზო ტრანსპორტით გაიგზავნება, საიდანაც
ვარნაში საზღვაო ტრანსპორტით გადაიტანენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ბულგარეთი თვეში, დაახლოებით, 30-35 000 ტონა
თხევად გაზს მოიხმარს - ყოველთვიურად, დაახლოებით, 10 000 ტონას
აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთისგან და რუსეთისგან ყიდულობს.
მასალის გამოყენების პირობები