უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 13 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში
+100];
ტანკი – 1 649 ერთეული [+0];
ჯავშანტექნიკა – 3 832 ერთეული [+3];
საარტილერიო სისტემა – 839 ერთეული [+1];
MLRS – 247 ერთეული [+0];
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0];
თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0];
ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0];
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 678 ერთეული
[+2];
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0];
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0];
მანქანები და საწვავის ავზები – 2 704 ერთეული [+5];
სპეცტექნიკა – 67 ერთეული [+1];
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი
ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები
ასეთია:
243 თვითმფრინავი;
137 ვერტმფრენი;
1 513 უპილოტო საფრენი აპარატი;
354 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
4 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
741 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
3 135 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
4 165 სპეციალური სამხედრო მანქანა;
უკრაინაში 140 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები