ხერსონის ოლქში უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის
საცავებსა და პირად შემადგენლობაზე დარტყმა განახორციელა,
- ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
„ჩვენმა ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა ხერსონის ოლქის ნოვოპეტრივკას
რაიონში დარტყმა განახორციელა საბრძოლო მასალის საცავსა და მტრის
კონცენტრაციაზე. ნოვოპეტრივკას მახლობლად ხერსონის რაიონში", -
აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების მიერ საცეცხლე
ამოცანების შესრულებისას განადგურდა 30 რუსი ოკუპანტი, ერთი ჰაუბიცა,
"ურაგანის" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 4 ერთეული ჯავშანტექნიკა,
ასევე საბრძოლო მასალების ორი საცავი.
უკრაინაში ომი 140 დღეა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები