უკრაინაში 7 200 სამხედრო
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის
ომბუდსმენი ოლეგ კოტენკო ავრცელებს.
კოტენკოს ინფორმაციით, დაკარგული
სამხედროების რაოდენობაში სხვადასხვა სტრუქტურის, ეროვნული გვარდიის,
სასაზღვროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც
შედიან.
"უკრაინის შეიარაღებული
ძალები მხოლოდ 2 000 დაკარგულ სამხედროზე საუბრობს. ჩვენს ქოლცენტრში
კი 7 200 ადამიანზე შემოვიდა ინფორმაცია. მაგალითად, პოლკი "აზოვი"
ნაციონალური გვარდიაა, მათ შორისაც არიან დაკარგულები. რაც
"აზოვსტალიდან" გამოვიდნენ, ზოგიერთი მათგანი ახლობლებს ვერ
დაუკავშირდა,"- განაცხადა ოლეგ კოტენტკომ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით,
ხელისუფლება ომში დაკარგული სამხედროების რაოდენობას შესახებ
ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ამბობენ, რომ რუსეთის ტყვეობაში
მარიუპოლის 2 500-მდე დამცველი იმყოფება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის
სერგეი შოიგუს თქმით კი, რუსეთს 6 489 უკრაინელი სამხედრო ტყვე
ჰყავს.
უკრაინაში 139 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები