2022 წლის იანვრიდან ივნისის
ჩათვლით, DMO იმერეთის საინფორმაციო ცენტრებს 8070 ტურისტმა
მიმართა.
ეს ციფრი, თითქმის ოცჯერ მეტია,
შარშან ამავე პერიოდში ტურისტების რაოდენობასთან
შედარებით.
2021 წლის იანვრიდან ივნისის
ჩათვლით, DMO იმერეთის საინფორმაციო ცენტრების სერვისებით ისარგებლა
417-მა ტურისტმა.
ცენტრის ცნობით, ყველაზე მეტი
ტურისტი, რომლებმაც წელს მათ ცენტრებს მიმართა, იყვნენ პოლონეთიდან,
შემდეგ ყაზახეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, გერმანიიდან
და რუსეთიდან.
ტურისტების რიცხვის დიდ მატებაზე
მიუთითებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც. მათი ინფორმაციით, 2022
წლის ივნისში საქართველოს 445 894 საერთაშორისო მოგზაური
ეწვია.
ვიზიტორების ზრდა 2021 წლის
ივნისთან შედარებით 185.5%-ია.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდანაა.
რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 502.9%-ით
გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები