ქუთაისში, 15 სპორტული მოედნის
რეკონსტრუქციისთვის, ქუთაისის მერია ტენდერს (NAT220013075)
აცხადებს.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 192 115 ლარი დაიხარჯება. შემსრულებელმა სპორტული მოედნები
ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეაკეთოს.
მერიის ინფორმაციით, რეკონსტრუქციას
საჭიროებს მოედნები ხარებავას, ლეჟავას, გამსახურდიას, ნიკო მარის,
წერეთლის, ახალგაზრდობის, ნიკეას, ტყიბულის, გელათის, სულხან-საბას,
აღმაშენებლის, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩებზე.
მასალის გამოყენების პირობები