საქართველოში, შედარებით სტაბილური
ეპიდვითარების შემდეგ, ახალი შემთხვევების მატება
ფიქსირდება.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის
განცხადებით, კორონავირუსის ახალი BA.4 / BA.5 შტამები სწრაფად
ვრცელდება და მარტივად გადამდებია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალ
შტამების წინააღმდეგ ბუსტერ დოზები ყველაზე ეფექტურია.
„სამწუხაროდ, ვაქცინაციით
მოცვა საქართველოში ჯერ დაბალია. კოვიდის მატებაა და არ შეინიშნება,
რომ მოსახლეობა აცრის პუნქტებს მოაწყდა. გამოსავალი მაინც
ვაქცინაციაშია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გაიკეთა 2 დოზა, გაიკეთოს
მესამე და მეოთხე ბუსტერ დოზა, იმიტომ, რომ ბუსტერ დოზები უკეთესად
შველის, ვიდრე პირველი ორი ვაქცინაცია“, - განაცხადა
ცერცვაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი კოვიდსტატისტიკას კვირაში ერთხელ აქვეყნებს. 27 ივნისიდან 3
ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, 3 პაციენტი კი
გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები