ქუთაისში, "პრესის სახლის" შენობა,
რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაიტანა, არ
გაიყიდა.
ობიექტის შეძენით არავინ დაინტერესდა. სამინისტრო შენობას მასში
სასტუმროს მოწყობის პირობით ასხვისებდა. აუქციონზე მისი ფასი 3 210
000 ლარი იყო. "პრესის სახლში" სხვადასხვა წელს რამდენიმე მედია
ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. შენობაში ახლა ადგილობრივი ტელევიზია და
რამდენიმე მცირე საწარმო მუშაობს.
ქუთაისში მდებარე 3 210 000 ლარად
შეფასებული ქონება, ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლებიც ქონების
ეროვნულმა სააგენტომ საინვესტიციოდ გაამზადა. ჯამში, სააგენტო
ქუთაისში 22 სახელმწიფო ქონებას ყიდდა, თუმცა, გამოცხადებული
აუქციონებიდან ერთის გარდა ყველა ჩაიშალა. სააგენტომ ერთადერთი ქონება
- 34695 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაყიდა ნიკეას ქუჩაზე. არ გაიყიდა არც
ყველაზე ძვირად, 10 055 000 ლარად შეფასებული ყოფილი საკონსერვო
ქარხანა. ჩაიშალა სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები წყალტუბოსა
და ხონში.
ქუთაისსა და მის შემოგარენში,
სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 24 ქონება ეკონომიკის სამინისტრომ
ინვესტორებისთვის გაამზადა. სამინისტროს გათვლით, სარეალიზაციოდ
გატანილი ობიექტების ადგილზე ერთი სასტუმრო, 4 დეველოპერული, 10
მულტიფუნქციური და 9 სამრეწველო-სასაწყობე სივრცე უნდა მოწყობილიყო.
ობიექტების ჯამური ფასი 43 746 250 ლარს შეადგენდა.
გასაყიდი ობიექტების ნუსხაში
მოიაზრებდა ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიასაც, რომელიც ისე
შეაფასა 16 039 000 ლარად, რომ მის გასხვისებაზე ქუთაისის საკრებულოს
თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციული შენობა
საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტების ჩამონათვალიდან აუქციონზე ვერ
მოხვდა.
მასალის გამოყენების პირობები