ახალი ამბები
ეუთო რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში "რუსიფიკაციაზე" წერს
FaceBook
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ  შემაჯამებელი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეზოლუციაში წერია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება გაუარესებულია, ხდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მახასიათებლების წაშლა, რაც "რუსიფიკაციის" პოლიტიკის შედეგია.

"რეზოლუცია გმობს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ სიტუაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში. გაუარესებულია იქ მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებები, ადამიანის უფლებათა დარღვევის, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სხვადასხვა დისკრიმინაციისა და ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქართული მახასიათებლების წაშლისა და შეცვლის შედეგად, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და "რუსიფიკაციის" პოლიტიკის პირდაპირი შედეგია",
-
აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუცია რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მიიღოს მონაწილეობა.

ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გამართულ 29-ე სესიაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად საუბარი იყო უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზეც. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარეებს კონფლიქტის გადაჭრისთვის შესაბამის პლატფორმებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.