საქართველოში, ბოლო კვირების
განმავლობაში პირველად, კორონავირუსით ინფიცირების ერთკვირიანი
დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს გადასცდა.
ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
27 ივნისი - 03 ივლისის
მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა 2570 ადამიანს, 20 - 26 ივნისის
ჩათვლით დადასტურებული იყო 1 058 ახალი შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს,
რომ ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი ადამიანი
დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში.
ბოლო ერთ კვირაში 63 443 ტესტი
ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა -
1103.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და
დომინანტია "ომიკრონის" B.A.2 შტამი.
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე, ტესტირებით აღრიცხულია 1
662 299 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 844
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები