ქუთაისის
მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს
განსაზღვრა.
ქუთაისში, 25 იანვრიდან პარკირება, როგორც ქუთაისიპოტს განუცხადეს,
ოფიციალურად ფასიანი ხდება. ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების
ღირებულება გასულ წელს განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე,
აუქციონების ჩავარდის შემდეგ პარკირებაზე
პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს
"პარკინგსერვისს" გადასცა.
ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების საფასური
ასე გადანაწილდა:
1 საათი - 0.50 ლარი, 3 საათი - 1 ლარი, ყოველი შემდეგი საათი - 0.50
ლარი, ერთი დღე - 2 ლარი, 7 დღე - 5 ლარი, ერთი თვე - 10 ლარი, 182
დღე - 25 ლარი, ერთი წელი - 40 ლარი.
რაც შეეხება, პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობის საფასურს -
კერძო ტაქსებისთვის, 10 დღე -10 ლარი გახლავთ, 20 დღე - 20 ლარი,
სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე
– 30 ლარი, 1 წელი - 250 ლარი.
ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს
"პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი.
აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.
ამავე თემაზე:
პარკირების საფასური ქუთაისში (ინფოგრაფიკა)
მასალის გამოყენების პირობები