ქუთაისში ოთხი ახლი მიკროავტობუსის წარდგენას თვითმმართველობის ექვსი
წარმომადგენელი ესწრებოდა.
უბნებში ახალი სატრანსპორტო საშუალებების დანიშვნა საზეიმოდ აღნიშნეს
ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს
დეპუტატებმა, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ და სატრანსპორტო
კომპანიის წარმომადგენელმა.
აღნიშნულ უბნებში მუნიციპალური მიკროავტობუსები, სატესტო რეჟიმში,
შემდეგი მიმართულებით იმუშავებენ:
ვაჟა ფშაველა - ნიკოლაძის ქუჩა; გორკი-ჭაბუკიანის ქუჩა;
ყაზბეგი-ჩანჩიბაძის ქუჩა; ასლანიკაშვილის ქუჩა.
მერიის ინფორმაციით, სატესტო პერიოდში მგზავრობა იქნება უფასო.
მიკროავტობუსები ნახევარსაათიანი ინტერვალით იმოძრავებენ.
მასალის გამოყენების პირობები