საერთაშორისო უფლებადამცველმა
ორგანიზაცია Amnesty International -მა, ოკუპანტი ქვეყნის
სამხედროების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად
აღიარა.
გამოძიების მიხედვით, რუსმა
სამხედროებმა თავდასხმა სამხედრო თვითმფრინავით განახორციელეს და
თეატრის მისამართით 500 კილოიანი ბომბი ჩამოაგდეს.
გამოძიების დასკვნით, ოკუპანტი
ქვეყნის სამხედროებმა მიზანმიმართულად ესროლეს ბომბი შენობას, მათ
იცოდნენ რომ იქ ასობით მოქალაქე აფარება თავს.
დასკვნაზე მუშაობისას საერთაშორისო
ორგანიზაციის ექსპერტებმა 53 თვითმხილველი გამოკითხეს.
"რამდენიმეთვიანი
საფუძვლიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათობით
თვითმხილველთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს
თავდასხმა ცალსახა ომის დანაშაულია და ის რუსმა სამხედროებმა
ჩაიდინეს", - განაცხადა Amnesty International-ის
გენერალურმა მდივანმა ანეს კალამარმა.
16 მარტს, რუსეთის არმიის მიერ
მარიუპოლის დრამატულ თეატრზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად,
ასობით ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები