ლადო მესხიშვილის თეატრის გახმაურებულ სპექტაკლს "ქარი ქრის
ვერხვებში" მალტის დედაქალაქ სან ჯულიანში დღეს, 30 ივნისს,
აჩვენებენ.
ჩვენება ჰილტონის ცნობილ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორია ნინო მაღლაკერიძე. მთავარ როლებში დავით
როინიშვილი, სულხან გოგოლაშვილი და ზვიად სვანაძე. სპექტაკლი ჟერალდ
სიბლეირასის პიესის მიხედვით არის დადგმული.
დღევანდელ სპექტაკლს დაესწრება საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი მალტაში კონსტანტინე სურგულაძე.
სპექტაკლს 2019 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების მთავარი
პრიზი „წლის საუკეთესო სპექტაკლისათვის“ მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები