NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა, მადრიდში გამართული
სამიტის ბოლოს, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, დეკლარაციაში ბევრ სხვა
საკითხთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.
დეკლარაციის თანახმად ალიანსმა საქართველოს,
ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და
პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტა.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის
შეცვლაა.
"ჩვენ ვიმუშავებთ მათი ერთიანობისა და მდგრადობის
გასაძლიერებლად, განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური
დამოუკიდებლობის დასაცავად," – წერია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ
შეხვედრები და აზრთა გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს,
იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან და ასევე, ევროპული საბჭოსა და
ევროკომისიის პრეზიდენტებთან.
სამიტზე მიიღეს
NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული
კონცეფციაც, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ადასტურებენ 2008 წლის
ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას
საქართველოსა და უკრაინის მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები