ახალი ამბები
ქუთაისში 10 მიკროავტობუსი მინისტრის მოადგილემ, მაჟორიტარმა, გუბერნატორმა, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ წარადგინეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ევროკავშირის დაფინანსებით, 10 ახალი მიკროავტობუსი ჩამოიყვანა, რომლებიც რამდენიმე უბანში გადანაწილდება.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზეიმოდ აღნიშნა. პრეზენტაცია სატრანსპორტო კომპანიის ეზოში შედგა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მოადგილეებთან, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე მოადგილესთან  და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ასევე მოადგილესთან ერთად ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე სიტყვითაც გამოვიდნენ და ქალაქში 10 ახალი მიკროავტობუსის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსები ქალაქის რთული რელიეფის მქონე უბნებში (გორა, სადგურ რიონის დასახლება, საფიჩხია, გუმათი, ზ. გამსახურდიას ქუჩა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება) იმოძრავებენ. მიკროავტობუსის შეძენა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. მიკროავტობუსების ჯამური ღირებულება 1 449 380 ლარია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.