ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური
მოძრაობის" დეპუტატი გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერიის 40-მდე
თანამშრომელმა, რომლებიც მოქალაქეების როლს თამაშობდნენ, ოპოზიციის
ლიდერებს ევროპული არჩევანის შესახებ ბუკლეტების დარიგებაში ხელი
შეუშალეს.
შუშანიამ დღეს ის საჯარო მოხელეები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით,
28 ივნისს, ნიკეას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგების დროს
ორგანიზებულად მოქმედებდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ამ
პროცესების უკან ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი დგას. "ქართული
ოცნება" კი პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, ევროკავშირის გზაზე
საბოტაჟს აწყობს.
"ვარიგებდით ბუკლეტებს
"ევროპა ჩვენი არჩევანია" და ვუხსნიდით მოსახლეობას რატომ არის
მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახში შესვლა. ქუთაისის მერის ორგანიზებით,
ნიკეაზე დაგვხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც
ასრულებდნენ ვითომ გაბრაზებული მოქალაქეების როლს. სინამდვილეში, ეს
ადამიანები იყვნენ კეთილმოწყობის სამსახურის, ზედამხედველობის აიპის,
ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულისა და სატრანსპორტო კომპანიის
თანამშრომლები. პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად, ისინი გადასული
არიან პროცესის საბოტაჟზე", - აცხადებს გიგა
შუშანია.
მისი თქმით, იგივე ადამიანებმა.
ასევე მოქალაქის როლში, ასეთივე პროცესს ხელი შეუშალეს ავანგარდის
დასახლებაშიც.
მასალის გამოყენების პირობები