ფესტივალის "თეატრალური იმერეთი 2022" გრძელდება.
ფესტივალის დაწყებიდან მე 12 დღეს მესხიშვილის თეატრში თერჯოლის
თეატრის სპექტაკლი "ობლები" გაიმართება. დენის კელის პიესის
ინსცენირება რეჟისორ მამუკა ცერცვაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლი 18:30-ზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
მომდევნო დღეებში კიდევ ორ სპექტაკლს წარმოადგენენ.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად
ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე
მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო.
ფესტივალის დახურვის ცერემონიალი პირველ ივლისს მესხიშვილის თეატრში
გაიმართება.
ფესტივალი საკონკურსოა, ჰყავს ჟიური, რომელიც ფესტივალის პრიზიორებს
დახურვის დღეს გამოაცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები