საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან
ერთად მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა
იენს სტოლტენბერგმა მიიწვია.
მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის
შეხვედრებსაც გამართავს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია
დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.
მასალის გამოყენების პირობები