უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო
ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 18
ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ეს საბოლოო მონაცემები არ
არის.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი ავრცელებს.
"18 გარდაცვლილი. გულწრფელი
სამძიმარი ნათესავებსა და მეგობრებს. მაშველები აგრძელებენ
მუშაობას", - განაცხადა ლუნინმა.
27 ივნისს, რუსულმა ძალებმა
კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელშიც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე
იმყოფებოდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
უკრაინაში 125 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები