ახალი ამბები
ქორქია-საკანდელიძის თასის გამარჯვებული "ქუთაისი" გახდა
FaceBook
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას თასის გამარჯვებული „ქუთაისი“ გახდა.

ოლიმპიური ჩემპიონების მემორიალურ ტურნირს სრულად პირველად უმასპინძლა ქუთაისმა. გასულ წელს მემორიალის ჯგუფური ეტაპი თბილისში, ხოლო ფინალი - ქუთაისში ჩატარდა, მიმდინარე წელს კი მთლიანი ტურნირის მასპინძელი ქუთაისი გახლდათ.

სატიტულო მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა მასპინძლებმა საკმაოდ იოლად დაამარცხეს „სოხუმი“ და არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს ქორქია-საკანდელიძის თასი. პირველი მეოთხედის შემდეგ ქუთაისელები 24:8 იგებდნენ, დიდი შესვენებისთვის კი გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად გაარკვიეს - 53:25.

მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. ქუთაისელები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ნამატჩევს საჩემპიონო თასთან ერთად სხვა ინდივიდუალური პრიზებიც ჩაიბარეს. დაჯილდოების ცერემონიალზე ტურნირის საუკეთესო ფორვარდი და უკანახაზელი გამოავლინეს.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ „სოხუმის“ გუნდის წარმომადგენლებს გადასცა ქალაქის მერიის დაწესებული სპეციალური პრიზი.

საუკეთესო ფორვარდად დასახელდა ქუთაისელი ბექა ბექაური, რომელსაც სპეციალური პრიზი და შესაბამისი სიგელი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

საუკეთესო უკანახაზელი გახდა გიორგი ბარბაქაძე, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ - დავით დვალმა. საჩემპიონო თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს გადასცეს ზურაბ საკანდელიძის შვილმა გიორგიმ და შვილიშვილმა - პატარა ზურაბ საკანდელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.