უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი
სურვილია რუსეთის მიერ დაწყებული ომი 2022 წლის ბოლომდე
დასრულდეს.
ინფორმაციას Sky News-ზე დაყრდნობით „უნიანი“ ავრცელებს.
ბერლინში G7-ის სამიტზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამოსვლისას
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა G7 ქვეყნებს თავდაცვისა
და ფინანსური დახმარებისთვის რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და
აღნიშნა, რომ ომი ზამთრამდე უნდა დასრულდეს.
"ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია G7 ქვეყნების თანმიმდევრული
პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. ისინი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს,
კერძოდ აგრესორის მიერ ექსპორტირებული ნავთობის ფასის
შეზღუდვით", - დასძინა მან.
Reuters-ის ცნობით G7 სამიტზე გამოსვლისას ზელენსკიმ უკრაინის
მხარდაჭერა ითხოვა შემდეგი მიმართულებით:
საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფა;
უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ;
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები;
დახმარება მარცვლეულის ექსპორტში;
დახმარება ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ G7-ის ქვეყნები აპირებენ
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას უკრაინაში
შეჭრის გამო.
კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს დახუროს წვდომა ამერიკულ
ტექნოლოგიებზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის
ფედერაციას.
უკრაინაში 124 დღეა ომია.
მასალის გამოყენების პირობები