ახალი ამბები
"ზესტაფონის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს" - TI
FaceBook
ორწლიანი ბრძოლის მიუხედავად, ზესტაფონის მერიის თანამშრომელს მაია კახნიაშვილს მუნიციპალიტეტი სამსახურში აღდგენაზე უარს ეუბნება.

კახნიაშვილმა, რომელიც ზესტაფონის  "დასუფთავების სერვის ცენტრის" უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა, ორი წლის განმავლობაში სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო და მათი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მერია გათავისუფლებულ თანამშრომელს უკან არ აბრუნებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"  ზესტაფონის მერიას მოუწოდებს აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და ირმა კახნიაშვილი აღადგინოს თანამდებობაზე, ასევე, აუნაზღაუროს განაცდური.

"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი", მაია კახნიაშვილის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს "ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრს" აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღადგინოს განთავისუფლებული პირი სამსახურში და აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური, საქართველოს პროკურატურამ კი შეისწავლოს საქმეში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობა",
- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

მაია კახნიაშვილი თანამდებობიდან 2019 წლის 18 დეკემბერს გათავისუფლდა.

ზესტაფონის მერიაში განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.