"ქართული ოცნების" ქალთა
ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა და
ორგანიზაციის თავმჯდომარე წარადგინა.
იმერეთში მმართველი პარტიის ქალთა რეგიონულ საბჭოს ქუთაისის
საკრებულოს დეპუტატი, მარეხი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს.
"რაც მეტი ქალი იქნება
პოლიტიკაში, აუცილებლად მოუტანს კარგ შედეგს როგორც ქვეყანას, ასევე
რეგიონს. ჩვენ გვაქვს გეგმები, ვიმუშაოთ ქალების მეტი
ჩართულობისთვის პოლიტიკაში, ადგილობრივ საჯარო სამსახურებში,
საკრებულოებში და პასუხისმგებელ პირებადაც, იმიტომ რომ ჩვენ, ქალებმა
ყველაზე კარგად ვიცით რა არის მშვიდობა ქვეყანაში, რა არის
სტაბილურობა, წინსვლა, განვითარება. ამას ყველაზე უკეთ აღიქვამს
ქალი", - განაცხადა მარეხი ნიჟარაძემ.
კონფერენციაზე ქალთა ორგანიზაციის
გამგეობის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მონაწილეებს ორგანიზაციის
მიზნები და ამოცანები გააცნო.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები
მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე და თინათინ
ნიბლოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები