შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი
სამმართველოს უფროსმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება
დაწერა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო
ცვლილებების ფარგლებში, ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის
დირექტორებმა განცხადება გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაწერეს.
თუმცა, შსს-ში განმარტავენ, რომ განცხადების დაწერა გათავისულებას არ
ნიშნავს და შესაძლოა, ზოგიერთი რეგიონის დეპარტამენტის უფროსმა
დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა კვლავ გააგრძელოს.
შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი
სამმართველოს უფროსის მოვალეობას მერაბ ჩიხლაძე ასრულებდა.
მერაბ ჩიხლაძემ გათავისუფლებაზე განცხადება გუშინ, 15 იანვარს დაწერა.
მასალის გამოყენების პირობები