ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა
ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის მიერ უკრაინის, მოლდოვისა და
საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ,
საქართველოზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი
ნაბიჯი ევროკავშირთან მიერთების გზაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა
თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ პოლიტიკური ერთიანობა
აჩვენოს.
"ეს არის ძლიერი სტიმული
ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე საქართველომ მიიღო
პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი
მიერთებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველად ხდება, რომ
მიღწეულია ეს ეტაპი, თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო
პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის
განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ერთიანობის
ჩვენება, ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოძრაობა ამ
რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები უკვე
მიღწევადია", – განაცხადა ურსულა ფონ დერ
ლაიენმა.
23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ
უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა
მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს
კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ მიიღებს. საქართველოს
ამისთვის დრო წლის ბოლომდე აქვს.
მასალის გამოყენების პირობები