ნატოს მოკავშირეებს აქვთ "პოლიტიკური და მორალური ვალდებულება" არ
შეაჩერონ იარაღის მიწოდება.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა
განაცხადა. იგი ამტკიცებს, რომ ალიანსის მოკავშირეებმა უნდა
გააგრძელონ უკრაინის იარაღით მომარაგება მანამ, სანამ საჭირო
იქნება.
Politico-ზე დაწყრდნობით ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი გრძელვადიანი
იქნება.
"ჩვენ უნდა მივაწოდოთ თანამედროვე იარაღი, მძიმე იარაღი, როგორც ამას
ნატოს მოკავშირეები დიდი ხანია აკეთებდნენ და ნატომ გარკვეული
როლი უნდა შეასრულოს (უკრაინის) მხარდაჭერაში", - ხაზგასმით აღნიშნა
სტოლტენბერგმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ომი უკრაინაში ფაქტობრივად დაიწყო ჯერ
კიდევ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და
მხარი დაუჭირა ბოევიკებს აღმოსავლეთ უკრაინაში.
როგორც UNIAN-მა იტყობინება, გაიმართა უკრაინის მხარდაჭერის
ჯგუფის (ე.წ. "რამშტეინ-3") შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა
ამერიკის შეერთებული შტატები. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის
გადაუდებელი საჭიროებები შეიარაღებაში.
უკრაინაში 120 დღეა ომია.
მასალის გამოყენების პირობები