უკრაინას რუსეთთან ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად,
შესაძლოა 1 ტრილიონი ევრო დასჭირდეს.
ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელმა, ვერნერ
ჰოიერმა განაცხადა.
ვერნერ ჰოიერის თქმით, ამ პირობებში ევროპას მთავარი როლის შესრულება
მოუწევს.
"მე დავასახელე რაოდენობა – 1 ტრილიონი ევრო, რადგან საჯარო
სივრცეებში რა ციფრებიც ვნახე, არარეალისტურია იმ განადგურების ფონზე,
რასაც ვუყურებ", - ევროპის საინვესტიციო ბანკის
ხელმძღვანელმა.
22 და 23 ივნისს, ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის
ლიდერები უკრაინის რეკონსტრუქციისა და ევროკავშირში გაწევრიანების
საკითხებსაც განიხილავენ.
უკრაინაში 118 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები
მასალის გამოყენების პირობები