უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 20 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
;
ტანკი – 1 477 ერთეული [+9];
ჯავშანტექნიკა – 3 588 ერთეული [+11];
საარტილერიო სისტემა – 749 ერთეული [+4];
MLRS – 238 ერთეული [+3];
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98 ერთეული [+0];
თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0];
ვერტმფრენი – 181 ერთეული [+0];
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 601 ერთეული
[+3];
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 130 ერთეული [+0];
გემი/ნავი – 14 ერთეული [+0];
მანქანები და საწვავის ავზები – 2 527 ერთეული [+4];
სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0];
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი
ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:
207 თვითმფრინავი;
132 ვერტმფრენი;
1 249 უპილოტო საფრენი აპარატი;
344 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
3 683 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
562 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
2 043 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
3 715 სპეციალური სამხედრო მანქანა;
უკრაინაში 117 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები