უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი სხვა ქართველი მებრძოლები
ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი
ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს.
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16
ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
უკრაინაში 116 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები
მასალის გამოყენების პირობები