უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად
დაიღუპა 323 და დაშავდა 583 ბავშვი.
ინფორმაციას უკრაინული მედია,
ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით,
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება
აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების
უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა 2 028 სასწავლო დაწესებულება, ხოლო
სრულად განადგურდა 209.
უკრაინაში 115 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები