ახალი ამბები
"ქუთაისის საბავშვო ბაღების პედაგოგებს ურეკავენ და აფრთხილებენ ხმა არ ამოიღონ"
FaceBook
ქუთაისში გათავისუფლებული ბაგა-ბაღების ხელმძღვანელების განცხადებით, სამსახურიდან დათხოვა ბაღების პედაგოგებსა და თანამშრომლებსაც ემუქრებათ.

#1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, ზაალ ხონელიძე აცხადებს, რომ ფილიალის თანამშრომლებთან ქუთაისის ააიპ სკოლამდელი დაწესებულების იურისტის მხრიდან სატელეფონო ზარები ყოველდღიურად ხორციელდება.

"ჩვენი გათავისუფლება მოხდა უსაფუძვლო ბრალდებით. არსებობს შიში და მოლოდინი იმისა, რომ ჩემი თანამშრომელებიც გაათავისუფლონ. გაერთიანების იურისტი მათ ტელეფონით უკავშირდება და აფრთხილებს ხმა არ ამოიღონ," - ამბობს ზაალ ხონელიძე.

#1 ბაგა-ბაღის თანამშრომლები ყოფილ ხელმძღვანელს თანადგომას უცხადებენ თუმცა, მედიასთან კომენტარს არც ერთი მათგანი არ აკეთებს.

ააიპ სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მათი მხირდან პედაგოგების და თანამშრომლების გათავისუფლების განცხადება არ გაკეთებულა და ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

#1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის მხირდან ქუთაისის მერის და ააიპ სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელობის მისამართით, ბაღებში საკვები პროდუქტების ვარგისიანობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრალდება გაჟღერდა. ზაალ ხონელიძის განცხადებით, 35-ვე ბაგა-ბაღის ფილიალში გაურკვეველი წარმომავლობის კარაქი შეაქვთ.

ქუთაისის საბავშვო ფილიალების (#1, #13, #17,#15) ყოფილ ხელმძღვანელები 2016 წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული ხელმძღვანელების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იკვლევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.