უკრაინა 1 ივლისიდან რუსეთის
მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს.
ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეგრამ არხზე
ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესება მინისტრთა
კაბინეტს თავად შესთავაზა.
"ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მიმართ უპრეცედენტო მუქარების საპასუხო ქმედებების
ფარგლებში, მინისტრთა კაბინეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინის
ტერიტორიაზე შემოსვლის რეჟიმის საკითხის განხილვა შევთავაზე.
მინისტრთა კაბინეტის მიერ დაგეგმილი გადაწყვეტილების შესაბამისად,
2022 წლის 1 ივლისიდან, უკრაინა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის
სავიზო რეჟიმს აამოქმედებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში 115 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები