ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ პირებს 50-მდე მსხვილი კომპანია
დასაქმებას სთავაზობს.
დასაქმების მსურველებს სხვადასხვა კომპანია 400-მდე ვაკანტურ
ადგილს სთავაზობს.
ფორუმზე წარმოდგენილია სამუშაო ადგილები გაყიდვების, სადაზღვევო,
ვაჭრობის, კვების წარმოების, სასტუმროსა და სარესტორნო
ინდუსტრიებიდან.
"ფორუმი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას ორივე
მხარისთვის'', - აღნიშნა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს
დირექტორმა ნინო ლომთაურმა.
ფორუმზე მისული დასაქმების მსურველების თქმით, მათ შესაძლებლობა
აქვთ დამსაქმებელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან.
"მე სასტუმროში დასაქმებაზე დავრეგისტრირდი, ვნახოთ რა
იქნება'', - ამბობს სამუშაოს მაძიებელი ნიკა
გიორგაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე სამთავრობო და არასამთავრობო,
პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო
სტუმრები იღებენ.
დასაქმების ფორუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება,
რომელიც 16:00 საათაზე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები