უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 322 და დაშავდა 581 ბავშვი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე
დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, მონაცემები საბოლოო არ არის რადგან
დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში
და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების უკრაინაში შეჭრის შედეგად დაიბომბა
2 028 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, ხოლო სრულად განადგურდა
209.
უკრაინაში 114 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები