"მის
წარმომადვლობას ვერც ერთი ექსპერტი ვერ დაადგენს"
"ქუთაისის მერი, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელსა და მის
მოადგილესთან ერთად, ჩართულია კორუფციულ სქემაში, რომელიც კვების
ტენდერებს უკავშირდება. დღეს გაერთიანების 35-ვე ფილიალში გაურკვეველი
წარმომავლობის კარაქი შეაქვთ და მის წარმომადვლობას ვერც ერთი
ექსპერტი ვერ დაადგენს, ასევე საჭმელად უვარგისია მაწონი," - ამ
ბრალდებას ქუთაისის მერს და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელობას #1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, ზაალ ხონელიძე
უყენებს.
მისივე ინფორმაციით, ააიპ გაერთიანებაში მომწოდებლებთან ერთად,
თანამდებობაზე ყოფნის დროს არაერთხელ დასვა პროდუქტების ვარგისიანობის
საკითხი, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია.
"არ ვაპირებ ქუთაისის მომავალი თაობის ხარჯზე გადავდგა ის ნაბიჯი,
რასაც გაჩუმება ქვია," - ამბობს ზაალ ხონელიძე.
ქუთაისის ააიპ ბაღა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა
ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ კვების პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ
პრეტენზიები ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან პირველად
გაჟღერდა, მანამდე ამ საკითზე კონსულტაციები არ ყოფილა და მისი ეს
ბრალდებები სხვა მიზნებს ემსახურება.
"ყოველდღიურად ხდება ჩვენს მიერ პროდუქტების შემოწმება და მსგავსი
ფაქტი არც ერთ ფილიალში არ დაფიქსირებულა. ცხადდება ელექტრონული
ტენდერი და მასზე ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია," -
ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.
ქუთაისის საბავშვო ფილიალების (#1, #13, #17,#15) ყოფილ
ხელმძღვანელები 2016 წლის 12 იანვარს გაათავისუფლს.
#1 საბავშო ბაღის ფილიალის გათავისუფლებული ხელმძღვანელის, ზაალ
ხონელიძის განმარტებით, ისინი ქალაქის მერმა განსხვავებული და
პროგრესული აზრის გამო გაათავისუფლა.
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების
ხელმძღვანელის განმარტებით კი, ისინი გაერთიანების წესდების და ასევე,
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო
გაათავისუფლეს.
ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული
ხელმძღვანელების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
იკვლევს.
მასალის გამოყენების პირობები