გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ
მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინის
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.
Ranews.it -ზე დაყრდნობით ინფორმაციას
„უნიანი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოგზაურობა, რომელიც უსაფრთხოების გამო არ იყო
გასაჯაროებული, შედგება ერთი დღით ადრე, სანამ ევროკომისია გამოსცემს
რეკომენდაციას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის
მინიჭების შესახებ.
მოგზაურობის მთავარი მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.
გამოცემის თანახმად, მეორე მიზანი არის სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ
ვლადიმერ პუტინისადმი, რომ ევროკავშირის ერთიანობა ეჭვს არ
იწვევს, მიუხედავად ბევრი სხვადასხვა ნიუანსისა, რომელიც
ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.
მესამე მიზანი, გამოცემის თანახმად, არის ის, რომ იტალიას,
საფრანგეთსა და გერმანიას სურთ თავიანთ მოკავშირეებს, პირველ რიგში,
შეერთებულ შტატებს აჩვენონ, რომ კავშირს აქვს საკუთარი სტრატეგიული
ავტონომია და დამფუძნებლების ერთიანობა, რომელებიც მზად
არიან მიიყვანონ ევროპა კიდევ უფრო დიდი ინტეგრაციისკენ.
დაწყებული საერთო თავდაცვითა და მუდმივად გაფართოებული საგარეო
პოლიტიკით.
2022 წლის 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა
ემანუელ მაკრონმა შესთავაზა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის
ტერიტორიულ დათმობებზე წასვლით "პუტინის სახე გადაერჩინა".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ უპასუხა, რომ
პუტინმა თავად უნდა მოძებნოს გზა "სახის გადასარჩენად". მაკრონის
წინადადებას პოლონეთის ელჩი უკრაინაში ბარტოშ ჩიჩოკი გამოეხმაურა
შემდეგი კომენტარით: "გაჟღერდა მოსაზრებები, რომ უნდა გადავარჩინოთ
ვიღაცის სახე. დაე, დათმონ თავიანთი ბრანდენბურგი ან
პირენეები".
2022 წლის 12 ივნისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ
გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოწოდებისთვის "არ
დამცირდეს რუსეთი". დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის
ვლადიმირ პუტინისთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ აღიქვამენ რუსეთს
დასავლეთის ქვეყნები.
მასალის გამოყენების პირობები