უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში
+200];
ტანკი – 1 449 ერთეული [+9];
ჯავშანტექნიკა – 3 545 ერთეული [+17] ;
საარტილერიო სისტემა – 729 ერთეული [+7];
MLRS – 233 ერთეული [+3];
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0];
თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0];
ვერტმფრენი – 179 ერთეული [+1];
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 ერთეული
[+0];
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+0];
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];
მანქანები და საწვავის ავზები – 2 494 ერთეული [+9];
სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0];
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი
ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:
203 თვითმფრინავი;
131 ვერტმფრენი;
1 211 უპილოტო საფრენი აპარატი;
339 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
3 558 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
524 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 958 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
3 623 სპეციალური სამხედრო მანქანა;
უკრაინაში 113 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები