გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით (MLRS)
დაეხმარება.
შესაბამისი გადაწყვეტილება 15 ივნისს, ბრიუსელში გამართულ უკრაინის
თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს და მის შესახებ
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა გამოაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია უკრაინას M270-ის ტიპის ზალპური
ცეცხლის 3 სისტემას გადასცემს, საკუთარი GMLRS-ის ტიპის რაკეტებით,
რომელთა სროლაც 70 კმ.-ის რადიუსზეა შესაძლებელი.
1-ელ ივნისს ჯერ აშშ-მ გადაწყვიტა უკრაინისთვის M142-ის ტიპის მაღალი
მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემების (HIMARS), შემდეგ, 6
ივნისს კი დიდმა ბრიტანეთმა M270-ის ტიპის MLRS-ების გადაცემა.
მსგავსი ტიპის შეიარაღებას უკრაინა დონბასის რეგიონში სიტუაციის
გამწვავების ფონზე ითხოვდა.
უკრაინაში 113 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები