საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო
მიმოსვლით ისარგებლებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ძალაში
შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო
მიმოსვლის რეჟიმი.
უწყების ცნობით, შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური
პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით
გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.
,,განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა 2017 წელს საქართველოს
მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის
დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის
უვიზო მიმოსვლის შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც
ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების
მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას'', - აღნიშნულია უწყების მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
აქამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ
მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების
მფლობელები.
მასალის გამოყენების პირობები