ოკუპანტი ქვეყნის აღმოსავლეთ ჯგუფები, 48 საათის განმავლობაში, ასევე
აქტიურად ცდილობენ წინსვლას იზიუმის სამხრეთით.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა აქვეყნებს.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის პროგრესი იზიუმზე აპრილიდან შეჩერდა,
უკრაინულმა ძალებმა კი ეს სათავისოდ გამოიყენეს. დაზვერვის ვარაუდით,
ამაში მათ ხელი რელიეფმაც შეუწყო.
უწყების ცნობით, კიევზე წარუმატებელი თავდასხმისა და სერიოზული
დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ძალების აღდგენა სცადა, თუმცა მისი
დანაყოფები კვლავაც დაუკომპლექტებელია.
ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო
ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს.
უკრაინაში 106 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები