2015 წელს
საქართველოდან რუსეთში 18 308 177 ბოთლი (0,75ლ) ღვინო
გაიყიდა.
2015 წელს საქართველოდან 47 ქვეყანაში ექსპორტირებულია 36 071 399
ბოთლი (0,75ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 98 102 614 დოლარს
შეადგენს.
ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ მონაცემებს ღვინის ეროვნული
სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განცხადებით, ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში
რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი შედიან.
გასულ წელს საქართველოდან რუსეთში 18 308 177 ბოთლი (0,75ლ) ღვინო
გაიყიდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 ქვეყნაში ექსპორტირებულია
7 266 755 ბოთლი ბრენდული ღვინო (0.5ლ), საიდანაც შემოსავალმა 18 600
000 დოლარი შეადგინა. ასევე, 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 26 500 000
ლარის ღირებულების 8,9 მლნ ლიტრი საბრენდე სპირტი და 21
ქვეყანაში 118 890 ბოთლი (0,5ლ) ჭაჭა, რომლის ღირებულებამ 466 300
დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი
ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა
შემოსავლებმა 2015 წელს 146,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები