ბოლო 48 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა
სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.
დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის სამხედროები აღმოსავლეთ
ოლქების ოკუპაციას განაგრძობენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა პოპასნას სამხრეთით
ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს, გასულ კვირაში მათი პროგრესი შეჩერდა.
იზიუმთან ძლიერი დაბომბვის შედეგად, ვარაუდობენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ
ღერძზე განახლებული შეტევებისთვის ემზადება", - აღნიშნულია
ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვა ანგარიშს ყოველდღიურად აქვეყნებს.
უკრაინაში 104 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები