უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასთან
სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსულმა არტილერიამ 113 ეკლესია
გაანადგურა.
მისი თქმით, მათ შორისაა უძველესი ტაძრები, რომლებმაც მეორე მსოფლიო
ომს გაუძლეს, მაგრამ ვერ გადაურჩნენ რუსულ ოკუპაციას.
„რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ეკლესიების დაწვა. რუსეთის არმიას
შეუძლია შეაჩეროს ქალაქების განადგურება. რუსეთის არმიას შეუძლია
შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა. თუ იგივე ადამიანი მოსკოვში უბრალოდ
გასცემს ასეთ ბრძანებას. ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ არის ასეთი
ბრძანება, აშკარაა დამცირებაა მთელი მსოფლიოსთვის“, - დასძინა
უკრაინის პირველმა პირმა.
შეგახსენებთ, გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრიანაში,
დონეცკის ოლქში, რუსმა სამხედროებმა სვიატოჰირსკის ლავრა დაბომბეს,
რომელიც 1526 წელს აშენდა.
მასალის გამოყენების პირობები