რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის
გამო, თითქმის 14 მილიონ უკრაინელს მოუწია სახლის
დატოვება.
ინფორმაციას გაერო
ავრცელებს.
გაქცეულთა შორის, თითქმის ნახევარმა
დატოვა ქვეყანა. გარდა ამისა, 3 მილიონი ბავშვი იძულებული გახდა
სწავლა შეეწყვიტა.
გაეროს გენერალური მდივნის
თანაშემწემ და გაეროს კრიზისების კოორდინატორმა უკრაინაში ამინ ავადმა
თქვა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული მიგრაციის
კრიზისი უპრეცედენტოა.
ომის გამო, მსგავსი "გადაადგილების
მასშტაბები და სიჩქარე ისტორიას არ ახსოვს", - აღნიშნა
ავადმა.
უკრაინაში 101 დღეა ომია. რუსი
ოკუპანტები 24 თებერვალს შეიჭრნენ უკრაინაში.
მასალის გამოყენების პირობები