ახალი ამბები
100 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
უკრაინაში შეჭრიდან 100 დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციამ თავდაპირველი გეგმიდან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.

ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ რეზიუმეში.

დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსებმა ვერ მიაღწიეს თავდაპირველ მიზნებს აეღოთ კიევი და სხვა დიდი ქალაქები უკრაინაში.

თავდაპირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ, მცდარი დაგეგმარებით და ცუდი ტაქტიკური აღსრულებით, რუსეთის ფედერაციამ შეცვალა თავისი ოპერატიული გეგმა და მთელი ყურადღება გაამახვილა დონბასზე.

"რუსეთი ახლა აღწევს ტაქტიკურ წარმატებას დონბასში, რუსულმა ჯარებმა შექმნეს და შეინარჩუნეს იმპულსი და როგორც ჩანს, აქვთ ინიციატივა უკრაინის წინააღმდეგობაზე. პუტინის ჯარები აკონტროლებენ ლუგანსკის რეგიონის 90%-ზე მეტს და, სავარაუდოდ, სრულ კონტროლს დაამყარებენ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში",
- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის ფედერაციის ეს ბოლო ტაქტიკური წარმატებები შესაძლებელი გახდა რესურსების მნიშვნელოვანი დაკარგვისა და საერთო კამპანიის უკრაინის ერთ ნაწილზე ძალების კონცენტრაციის ხარჯზე.

ამავდროულად, რუსეთმა სხვა ფრონტებზე ან მიმართულებებზე წარმატებას ვერ მიაღწიეს  და იძულებული გახდნენ თავდაცვაზე გადასულიყვნენ.

"რუსების თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, მათი არც ერთი სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული. იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს, მას დიდი ფინანსები და მეტი აღჭურვილობა დასჭირდება, ამას კი დიდი დრო უნდა".


მანამდე დასავლელი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსების წარმატებები აღმოსავლეთში დროებითია. ისინი ვარაუდობენ, რომ რამდენიმე კვირაში რუსეთის ფედერაციის წინსვლა შეჩერდება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.