ახალი ამბები
"რეორგანიზაციას, შეიძლება გულისწყვეტაც ახლდეს" - ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა.

სამთვიანი პროცესის შედეგად, მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა რვა თანამშრომლით შემცირდა, გაუქმდა სამსახურებიც, თუმცა, საბოლოოდ, მერიამ შემცირების ნაცვლად, ახალი ააიპ ორგანიზაცია და ახალი თანამშრომლები მიიღო, რომლებიც ამ აიპში უნდა დასაქმდნენ.

რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა შიდა გადაადგილებებიც. თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა სამსახურში იყვნენ დასაქმებულები, ააიპ ორგანიზაციებში გადაიყვანეს. ცვლილებებს, როგორც ჩანს, თანამშრომელთა უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც, მერს განმარტების გაკეთებაც მოუწია.

რეორგანიზაციის შედეგებზე იოსებ ხახალეიშვილმა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"რეორგანიზაცია არ არის მარტივი თემა და გარკვეული კითხვის ნიშნები, უსიამოვნებები, გულისწყვეტებიც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზედმიწევნით შევეცადეთ და დავიცავით ყველა ის კანონი, რომლებიც რეორგანიზაციით იყო გათვალისწინებული. პროცესმა ჩაიარა კანონმდებლობასთან სრული თანხმობით, რეორგანიზაცია იყო საჭირო, იმიტომ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს მერიამ და მოხდეს ოპტიმიზაცია, როგორც პოზიციების, ასევე, გარკვეული დაზოგვა თანხების, რომელიც ხელფასის სახით არის წარმოდგენილი ბიუჯეტში. ვფიქრობ, რეორგანიზაციის პროცესი დადებითად აისახება მერიის მუშაობაზე" , - თქვა მერმა.

მან უპასუხა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკასაც და თქვა, რომ ოპონენტებს კანონის წაკითხვა არ სურთ, რაც მათი პრობლემაა.

"ჩვენ ოპოზიციას არ სურს არც კანონის წაკითხვა და არც იმის გაგება, რაც თეთრზე შავით არის დაწერილი და ეს მათი პრობლემაა", - თქვა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმების რისკებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ოპოზიციური პარტიებში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ოფისში მიიჩნევენ, რომ ახალი აიპი, რომლის ხელმძღვანელსაც მერი ერთპიროვნულად ნიშნავს, თავის მხრივ კი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს აიპის უფროსიც, შესაძლოა, მმართველი გუნდისთვის სასურველი კადრების დასაქმების შესაძლებლობა გახდეს. საკრებულოს ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ქუთაისის მერს ამ გზით მისი წინამორბედის მხარდამჭერების გაშვება და ბიუჯეტის ხარჯზე "თავისიანების" დასაქმება სურდა.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია თებერვალში დაიწყო. მერიაში ამჟამად 275 ადამიანი მუშაობს, მათგან 163 საჯარო მოხელე, 22 შრომითი და 90 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.