სამედიცინო ცენტრმა “აილაინი”, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით, კომპანია მაკდონალდსთან და დემოკრატიული ჩართულობის
მხარდაჭერის პროგრამასთან (UNAG/FID) თანაშრომლობით, შშმ ბავშვთა
ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარებს
უმასპინძლა.
აქციის მიზანს წარმოადგენდა შშმ ბავშვების სოციალიზაცია და ინტეგრაცია
საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება და
ბავშვზე მზრუნველობა.
ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები
გაიმართა. შშმ ბავშვებს და მათ მშობლებს აილაინის სასაჩუქრე ვაუჩერი
გადაეცათ, რომლის გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე
აპარატურით აღჭურვილ კაბინეტებში, მაღალკვალიფიციური ექიმი
ოფთალმოლოგებისგან მიიღონ კონსულტაციები და ისარგებლობენ თვალის
დიაგნოსტიკური სერვისით.
ბავშვთა დაცვის საერთსშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში
აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო
ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც
გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი
განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა
განხორციელებას.
მასალის გამოყენების პირობები