უკრაინაში, ხერსონის ოლქში, სოფელ
მიკოლაევში ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინელი
სამხედროების შეტევა ოკუპანტებზე წარმატებული აღმოჩნდა.
"თავდაცვის ძალების
ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს, მტერმა ზარალი განიცადა და
ხერსონის ოლქის ნიკოლაევის დასახლებიდან უკან დაიხია, რამაც გამოიწვია
პანიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების
სამხედრო მოსამსახურეებში", - აღნიშნულია
განცხადებაში.
უკრაინაში 97 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები