უკრაინულმა ჯგუფმა Kalush
Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიაზე მოპოვებული ჯილდო აუქციონზე
გაყიდა.
თანხა უკრაინის შეიარაღებული
ძალების საჭიროებებს მოხმარდება.
"ამის შესახებ Kalush
Orchestra ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება", -
წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“.
"უნიანის" თანახმად, Kalush
Orchestra-მ და სერგი პრიტულამ აუქციონი 25 მაისს გამოაცხადეს.
პირველი ფსონი უკრაინის ქალაქ კალუშის მეწარმეებმა გააკეთეს - მათ 28
000 დოლარი შეიტანეს. ისინი აპირებდნენ ჯილდოს ჯგუფის წამყვანი
მომღერლის მშობლიურ ქალაქში დატოვებას, მაგრამ 29 მაისს, პირდაპირ
ეთერში გასვლისას კურსი 45 000 დოლარიდან 900 000 დოლარამდე გაიზარდა.
საბოლოოდ, ლეგენდარული ჯილდო უკრაინულ კრიპტოვალუტის ბირჟას
WhiteBIT-ს ერგო.
მიღებული თანხა მრავალფუნქციური
უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას მოხმარდება, რომელიც განკუთვნილია
საჰაერო დაზვერვისა და საბრძოლო გამოყენებისთვის.
უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra
"ევროვიზია 2022"-ში სიმღერით "Stefania“ გაიმარჯვა. ჯგუფის სოლისტმა
სერგი პრიტულამ სიმღერის შესრულების შემდეგ საზოგადოებას მოუწოდა
დაეცვათ ქალაქი მარიუპოლი და გადაერჩინათ აზოვსტალის ქარხნის
დამცველები. მისი გამოსვლა კონკურსის პირდაპირ ეთერში, მსოფლიოს
მრავალ ქვეყანაში გადაიცემოდა.
მასალის გამოყენების პირობები